პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია იქნება.
შესაბამისი გადაწყვეტილება ახლად დაფუძნებული პარტიის წევრებმა გაერთიანების შეკრებაზე მიიღეს და გიორგი გახარიას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
პარტიის შეკრებაზე ასევე დაამტკიცეს პარტიის წესდება.