პარლამენტის პლენარული სხდომა 17 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაგეგმილია „ლელოს“, „რეფორმების ჯგუფის“, „საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე 16 აპრილს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.