global distribution
ავერსი გარე ავეჯი

ფილიპინებში სუპერტაიფუნ „ფუნგ-ვონგის“ შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ფუნგ-ვონგმა“, რომელსაც ადგილობრივები „უვანის“ სახელით მოიხსენებენ, წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის შედეგად, რამდენიმე პროვინციაში ელექტროენერგიის მიწოდება გაითიშა.

ფილიპინებში მანამ, სანამ ტაიფუნი დაატყდებოდათ თავს, ხელისუფლებამ 1.4 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამჟამად ის ტაივანისკენ მიემართება, სადაც 3 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

„ფუნგ-ვონგი“ მეორე ტაიფუნია, რომელიც ფილიპინებს ბოლო დღეების განმავლობაში დაატყდა თავს. გასულ კვირას არქიპელაგის ცენტრალურ კუნძულებს ტაიფუნმა „კალმაეგიმ“ („ტინომ“ ) გადაუარა, რომელმაც ბოლო მონაცემებით 232 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

73