დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საინფორმაციო სააგენტო www.businesstime.ge-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პიკშია.
"მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა აღვასრულოთ პირნათლად ის რეგულაციები რაც დაწესებულია, პირბადე ყველგან, აცრები, +ბუსტერი, დავიცვათ დისტანცია, უარი ვთქვათ დიდ თავშეყრებზე, განსაკუთრებით კვებით ობიექტებში, სანიტარული წესრიგი აუცილებლად უნდა იყოს დაცული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა სკოლების სრულად დისტანციურზე გადასვლა, ასე გვიპასუხა:
"რაც შეეხება სკოლებს, სკოლები იმ რეჟიმით გააგრძელებენ სწავლას, რაც დაწესებულია. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში პიკშია, დამატებით შეფასებას სამშაბათს გავაკეთებთ", - განმარტა ამირან გამყრელიძემ "ბიზნესთაიმთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 38 ადამიანი გარდაიცვალა.