celsiusi
ავერსი შნაიდერი
Pfizer-BionTech-მა აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას ოფიციალურად მიმართა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება 6 თვიდან 5-წლამდე ასაკის ბავშვებშიც დაუშვან. ინფორმაციას DW ავრცელებს. დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება აშშ-ში პირველი ვაქცინა ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.
 
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვაქცინის ავტორიზაციაზე თხოვნას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, ექსპერტ-მრჩეველთა კომიტეტთან ერთად განიხილავენ.
 
„ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის არსებობა FDA-სთვის პრიორიტეტია“, - წერია FDA-ის ოფიციალურ წერილში.
 
ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ სააგენტომ ვაქცინის შემქმნელებს განაცხადის წარდგენა სთხოვა "ბოლო დროს „ომიკრონით“ ინფიცირების მაჩვენებლების ზრდის ფონზე". ამასთან, თუ FDA ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებას დაუშვებს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს ასევე მოუწევს, ხელი მოაწეროს მის გამოყენებას 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
 
Pfizer-BionTech-ში აცხადებენ, რომ ვაქცინის ავტორიზაციის შემთხვევაში, ბავშვებს ორჯერადად აცრა მოუწევთ. თუმცა, Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას თქმით, „ვაქცინის სამი დოზა მიაღწევს დაცვის მაღალ დონეს მიმდინარე და პოტენციური მომავალი ვარიანტებისგან".
803
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");