ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს და ევროპის წამლის სააგენტოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აცრიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფექციის რისკი კვლავ იზრდება და ასევე საშიშროებას ქმნის ე.წ. დელტა შტამი, შესაბამისად ვაქცინის დამატებითი დოზის მიღება აუცილებელია ორი აცრის მიღებიდან მეექვსე და მეთორმეტე თვეებს შორის.
„კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ 6 თვის შემდეგ აცრილი ადამიანების იმუნიტეტი მცირდება, ამიტომ აუცილებელია მესამე დოზის დროული დამატება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში მინიმუმ ხუთჯერ და მაქსიმუმ 10-ჯერ მეტი ანტისხეულები გამომუშავდება.
ამასთან, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ამერიკელებს, რომლებიც ორჯერ აიცრნენ, ვაქცინის დამატებითი დოზა ამ ეტაპზე არ სჭირდებათ. თუმცა, ისინი მზად არიან, განიხილონ დამატებითო დოზის ავტორიზაცია, თუ ამის მეცნიერულად დადასტურებული საჭიროება დადგება.
Pfizer-ის განცხადებით, ისრაელში ეპიდვითარების გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ვირუსით იანვარსა და თებერვალში აცრილი მოქალაქეები ინფიცირდებიან. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინების ეფექტურობა ივნისში 64%-ს შეადგენდა.
Pfizer-ის ვაქცინა დელტა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია, თუმცა აცრიდან ექვს თვეში არსებობს რეინფექციის საფრთხე, რადგან ანტისხეულები იკლებს“, – განაცხადეს კომპანიაში.
BMG