საქართველოში მიმდინარე პროცესებს ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პესკოვის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესებით კრემლი შეშფოთებულია.
"ეს [საქართველო] ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, იქ არსებულმა მდგომარეობამ არ შეიძლება ჩვენში შეშფოთება არ გამოიწვიოს", - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე სიმშვიდე იყოს.
დიმიტრი პესკოვი დასძენს, რომ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან რუსეთს კავშირი არ აქვს და რუსეთის მოქალაქეებს თბილისში სიფრთხილისკენ მოუწოდებს.