jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
მილანში, „ხელოვანთა ასოციაცია გარიბალდი - Artistidel Garibaldi “ ორი ქართველი მხატვრის გამოფენას მასპინძლობს.  ექსპოზიციაზე, სახელწოდებით - „ფერები და ფანტაზია“ ქართველი მხატვრების, ნინო იოსავასა და იტალიაში მოღვაწე ია ფარნაოზის ნამუშევარებია წარმოდგენილი. 
 
 
გამოფენა 14 მარტს გაიხსნა და 25 მარტამდე გაგარძელდება. ქართველი მხატვრების განსხვავებულმა ხელწერამ იტალიელი მასპინძლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ვიზიტორების აღფრთოვანებას იწვევდა განსხვავებული მხატვრული მანერით შესრულებული ნამუშევრები და მათი ინდივიდუალური ჟანრის სპეციფიკა. 
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ნინო იოსავამ განუცხადა, გამოფენაზე უკვე იყვნენ საპატიო სტუმრები, ადგილობრივი ხელოვანები და ასევე, სხვა ახლომდებარე ქალაქებიდან ჩამოსული ვიზიტორები და ქართველი ემიგრანტები. 
 
აღსანიშნავია, რომ ეს ია ფარნაოზის და ნინო იოსავას პირველი ერთობლივი გამოფენა არ არის საქართველოს საზღვრებს მიღმა. მათ მილანში, გასულ წელს გალერეა Arcadia-მ უმასპინძლა.  სექტემბერში კი შვეიცარიის ქალაქ კლარენსში გალერეა L’Eskyna, école et espace d art-ში მათი გამოფენა - გაყიდვა მოეწყო. სადაც, მოგვიანებით დაიბეჭდა ორივე მხატვრის კატალოგი. 
ავტორი
მირანდა შურღაია
892