სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი წერილი გაუგზავნა.
პატრიარქის წერილი თავდაპირველად მედიაში გასაჯაროვდა, მოგვიანებით კი, საპატრიარქოს პრესსამსახურშიც დაადასტურეს.
პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის.
„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – აღნიშნულია წერილში.