მიმდინარე მოვლენების გამო, საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში, დღეს ღამე მშვიდობის პარაკლისი აღევლინება. პატრიარქი მრევლსა და სამღვდელოებას კურთხევას აძლევს მშვიდობისთვის ლოცვა გააძლიერონ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება სამშვიდობო ლოცვისათვის:
უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, საქართველოს ყველა ეკლესიაში ა.წ. 27 თებერვალს, კვირას, წირვის შემდეგ, გადახდილ იქნას პარაკლისი მშვიდობისათვის. მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა.
ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს უკრაინა და მთელი მსოფლიო.
ყოვლადწმინდა დედაღვთისამ თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს,"- წერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,"- წერია განცხადებაში.