კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი, - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მისულმა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. მან პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ილია II-ის წერილი მიუტანა.
"წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა", - განაცხადა ბოტკოველმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილს ვერ სთხოვს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, რადგან ამის უფლება ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის.