უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა დააანონსა, რაზეც არც ერთ მსოფლიო ლიდერს და დასავლელ პოლიტიკოს რეაქცია არ გამოუხატავს.
პრეზიდენტმა უკრაინის ხუთ ქალაქს: ხარკოვს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს, ჰოსტომელსა და ვოლნოვახას გმირი ქალაქების საპატიო წოდება ოფიციალურად მიანიჭა.
"დღეს მიტევების კვირაა. დღე, როდესაც ერთმანეთს მიტევებას ვთხოვდით, ასევე, სხვა ადამიანებს, მათ შორის ღმერთს. ეტყობა, რომ ამ დღის შესახებ დღეს, ბევრ ადამიანს საერთოდ არ გახსენებია. არ გახსენებია მნიშვნელოვანი სიტყვა "მაპატიე", თუმცა აუცილებელ საპატიებელს ღმერთიც გაპატიებთ და მეც.
ჩვენ არ გაპატიებთ დაცხრილულ სახლებს, რაკეტებს, რომელიც დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა ოხმადიდოს თავზე ააფეთქეს და კიდევ 500-ზე მეტ მსგავს რაკეტას, რომელიც ჩვენს მიწაზეა ჩამოგდებული. ესროლეთ ჩვენს მოქალაქეებს და ბავშვებს, პატიების მაგივრად კი განკითხვის დღე გელოდებათ, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. რუს ჯარისკაცებს არ ყოფნით, რაც უკვე დააშავეს, მათ შორის, განადგურებული სახლები, დამახინჯებული სიცოცხლეები კიდევ უფრო მეტი უნდათ.
რუსეთს ჩვენი სამხედრო საწარმოების კიდევ ერთხელ დაბომბვა ოფიციალურად ჰქონდა გადაწყვეტილი. საწარმოების, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში აშენდა. ადგილები, სადაც ახლა რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობს - ეს განზრახული მკვლელობაა.
ამის შესახებ მსოფლიოს არც ერთი საერთაშორისო ლიდერის რეაქცია არ მომისმენია. დაფიქრდით იმაზე, თუ რამხელა დაუსჯელობის გრძნობა აქვს ოკუპანტს, როდესაც ისინი ამხელა ბოროტებას აანონსებენ და ეს ხდება სიჩუმისა და პასუხის გაუცემლობის გამო. იმედია შეამჩნევთ ამას, რეაქცია გექნებათ, რამეს იტყვით, ჩვენ დაზუსტებით ვიცით, ვინ მოამზადა ეს შეტევა.
მადლობელი ვარ ყოველი უკრაინელის, რომელიც საკუთარ ქალაქებში რჩება და ცდილობს მტრის შემოტევისგან დაიცვას. ჩვენ მოვისმინეთ დაპირებები, რომ ჰუმანიტარულ დერეფნები შეიქმნებოდა, თუმცა ისინი არა და მათ ადგილას სისხლიანი დერეფნები შეიქმნა. დღეს ოჯახი ამოხოცეს, დედა, მამა და ორი შვილი დაიღუპა მაშინ, როცა ისინი ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ და ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი ოჯახი დაიხოცა...ამას არ გაპატიებთ.
დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ქალაქებს ხარკოვს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს, ხერსონს, ჰოსტომოლს გმირი ქალაქების წოდება მივანიჭო," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.