12 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში საკონფერენციო დარბაზში გაიმართა თეა გამხიტაშვილის - "არტ სტუდიო" მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით - „ფერთა გამა“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო, თეა გამხიტაშვილის - "არტ სტუდიო"-ს მოსწავლეების 50-მდე ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ულამაზესი ნამუშევარი. პატარა მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები ერთმანეთისგან სამხატვრო ჟანრითა და შესრულების სტილით გამოირჩეოდა.
გამოფენის ორგანიზატორმა, მხატვარმა და პედაგოგმა თეა გამხიტაშვილმა ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე სტუმრებს შორის იყვნენ უცხოელი დამთვალიერებლებიც, რაც პატარა მხატვრებისთვის სიხარულისა და სტიმულის მომცემი იყო.