პარლამენტთან ვითარება სულ უფრო უკიდურესად იძაბება. მოქალაქეებმა რკინის ჯებირი დაშალეს, რომელიც უკანა შესასვლელთან იყო განთავსებული. ასევე, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას სხვადასხვა საგნებს ესვრიან, შედეგეად, ჩამსხვრეულია მინები.
სპეცრაზმი კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ აირს და წყლის ჭავლს იყენებს. არიან დაშავებულები.