„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ახლობლები ვარაუდობენ, რომ დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს, გორის მაგისტრალზე, გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მის დევნას და ჩასაფრებას საპატრულო პოლიცია ახორციელებდა.