global distribution
გარე ავეჯი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მეორე წელი შესაძლოა მეტად მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე პირველი წელი.
 
"COVID19-მა უკვე 3.3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ახლა, როდესაც პანდემიის მეორე წელში ვიმყოფებით, შესაძლოა იგი გაცილებით მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე პირველი წელი", - განაცხადა გებრეიესუსმა.
 
მისი თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს არამხოლოდ ინდოეთში, არამედ ნეპალში, ეგვიპტეში, ტაილანდსა და ვიეტნამში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. ამ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება იყოს შემაკავებელის ზომებისა და ვაქცინაციის კამპანიის კომბინაცია.
 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა გააერთიანონ ძალები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში.
 
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში 3 325 260 ადამიანი გარდაიცვალა.
 
 
2195