საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 საათში 49 468 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 9,95%, ბოლო 14 დღის - 10,78%, ბოლო 7 დღის - 11,01%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 921 შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 948, დანარჩენი კი რეგიონებზე გადანაწილდა.
19 აგვისტოს მონაცემებით, სრულად აცრილია 258 303 ადამიანი.