გუშინ ჩვენ გამოვიტანეთ დაახლოებით, 161 000 ჯავშანი ფაიზერზე. დღევანდელი დილის მონაცემებით, დაჯავშნილია 153 000 ადგილი, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
"იგეგმება, რომ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, გაიშალოს აცრების გეოგრაფიული არეალი. აფთიაქებზე ჯერ არა, მაგრამ მოლებზე გიდასტურებთ, რომ არის საუბარი. მსგავსი იცით, რომ ჰუალინგის მოლშია გაკეთებული. პირველ დოზაზე, დაახლოებით, 100 000-ის მარაგი ქვეყანაში ამ ეტაპზე არის და კიდევ შემოვა თანდათანობით", - განაცხადა გამყრელიძემ.