global distribution
გარე ავეჯი
სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კურიერთან ინტერვიუში განაცხადა.
 
"ამიტომ, ამის იმედი ნურავის ექნება, მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა. ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას იმისათვის, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს ამ პატარა ქვეყანაში", - განაცხადა პაატა იმნაძემ. 
 
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 57 ადამიანი გარდაიცვალა.
2220