დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მისი პირადი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის - კი იყოს.
"ჩემი პირადი რეკომენდაციაა - აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველასი და შეზღუდვებს რაც შეეხება, ჩემი პირადი რეკომენდაციები არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს", - განაცხადა იმნაძემ.
მისივე განცხადებით, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.