დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე “ინდური შტამი” არ დაფიქსირებულა თუმცა 100 % ვერ გამორიცხავს რომ არ არის .
როგორც პაატა იმნაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME- ს განუცხადა, ქვეყანაში ჩატარებულია ვირუსის 200 ზე მეტი გენეტიკური სეკვესტრირება და აქედან 150 მეტი ბოლო პერიოდში.
“ჩატარებულია 200 ზე მეტი გენეტიკური სეკვესტრირება , აქედან უმეტესობა ბოლო პერიედში და ახლაც ტარდება, ამ ეტაპზე “ინდური შტამი” არ დაგვიჭერია . ბრიტანულს როცა ვეძებდით, იყო ასეთი მეთოდი , ყველა რომელიც იყო PCR -ზე f-გენ უარყოფითი და დანარჩენი ორი გენი დადებითი ის იყო საეჭვო და და კეთდებოდა სეკვენსი. ახლა როცა ქვეყანაში თითქმის სულ "ბრიტანული შტამია" პირიქით ხდება , რადგან “ინდურ შტამზე” სამივე დადებითია , ანუ ახლა ვაგროვებთ ასეთებს სადაც f - გენიც დადებითია და იმას ვუკეთებთ სეკვენსს, ახლაც არის ჩაშვებული დაახლოებით 60 მდე , მაგრამ დიდი დრო უნდა. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა არაფრის თქმა არ შეიძლება 100 “% -ით, ხომ არიან ადამიანები ვინც მხოლოდ სწრაფი ტესტით დასტურდება , ამიტომ ალბათობა იმისა, რომ შეიძლება იყოს ერთი ორი ცალი არსებობს, მაგრამ ის რომ არ არის იმდენი, რომ დაგვეჭირა ფაქტია”- განაცხადა პაატა იმნაძემ .