არავის გვიკვირს, რომ ანტილობიზმი გრძელდება, ოპოზიციის ინტერესებშია, ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „უკვე ორი წელია, ეს ადამიანები ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ“.
„არავის გვიკვირს, რომ ანტილობიზმი გრძელდება, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით და ამიტომ არის ასეთი ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან, ეს არის ამ ყველაფრის ერთი მორიგი გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ.