პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მარტომ იმუშავა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და ოპოზიციას არაფერ გაუკეთებია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მიზანი ახლაც დესტრუქციაა და მმართველი გუნდი მარტო აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას.
"როგორც აქამდე არ ჩართულან, თითი თითზე არ დაუკარებიათ ისე ვიმუშავეთ ჩვენ ამ 9 პუნქტზე (სავარაუდოდ, 12 პუნქტი იგულისხმება) და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ისე არის ახლაც. არაფერში არ არიან ჩართულები ამ 9 პუნქტთან დაკავშირებით. რასაც ისინი აკეთებენ დესტრუქცია და ხელის შეშლაა. საბოლოო ჯამში, მიზანიც ეს არის, რომ რამენაირად შეაფერხონ ყველანაირი წინსვლა საქართველოსი, რა მიმართულებითაც უნდა იყოს და რა სექტორსაც უნდა ეხებოდეს ეს. ამიტომ, აქაც არ არიან ჩართული.
რაც შეეხება ჩვენს სამუშაოს, ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებებით. არსებობდა ვენეციის კომისიის დასკვნები, რომლებიც იყო პარლამენტში და მასზე დაყრდნობით ვაგრძელებთ პროცესს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ვენეციის კომისიამ ხელისუფლებად მოუწოდა, არ მიიღონ კანონი.