ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 50-მდე შემთხვევა დადასტურდა.
„50-მდე პაციენტია „ომიკრონით“ ინფიცირებული... მიიღება ყველანაირი ზომა, რომ არ გავრცელდეს „ომიკრონი“.
იკვლევენ ყველა კონტაქტს, მაგრამ მსოფლიომ აჩვენა, რომ ეს შეუძლებელია და „ომიკრონი“ საქართველოშიც გავრცელდება“, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ და იქვე დასძინა, რომ „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, საქართველოში ინიფიცირების შემთხვევები გაიზრდება.