დაჯარიმების მიზეზი პრემიერ-მინისტრის დაბადების დღის აღსანიშნავად საოჯახო შეკრების ორგანიზება გახდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა SPIEGEL-ი წერს.
როგორც SPIEGEL-ი წერს ნორვეგიის პოლიციის უფროსმა განაცხადა,რომ ჯარიმის ოდენობა 20 ათასს ნორვეგიულ კრონას (დაახლოებით 2 000 ევროს) შეადგენს.
პრემიერ-მინისტრმა 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად საოჯახოწვეულება დიდ ოჯახთან ერთად თებერვლის ბოლოს მთის კურორტზე მოაწყო იმის მიუხედავად, რომ მთავრობის დადგენილებით ქვეყანაში აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებები. გამოიკვეთა ორი შემთხვევა პირველი - რესტორანში სადილი, მეორე კი სუში ფართი ბინაში მომდევნო დღეს. სადაც მონაწილეთა რაოდენობამ გადააჭარბა იმ დროს ნორვეგიაში დაშვებული ასეთი შეკრებების ლიმიტს.
“მან ჯარიმა მიიღო ამ ორი შემთხვევიდან” - განაცხადა პოლიციის კომისარმა ოლე სევერუდმა პრესკონფერენციაზე.
როდესაც ინციდენტი გახდა ცნობილი, სოლბერგმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში. ”მე უკეთ უნდა მცოდნოდა, მე, ვინც ყოველდღე ვეუბნები სხვებს ინფექციის კონტროლის შესახებ, წესები უკეთ უნდა მცოდნოდა.” - განაცხადა პრემიერმა.