ნიკოლაევის მერის, ალექსანდრ სენკევიჩს ოკუპანტებმა ტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს და ქალაქის დათმობა შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფოტოსთან ერთად უცხოურ ტელეგრამ-არხებში ვრცელდება.
"ალექსანდრ ფიოდოროვიჩ, ნუ შექმნით ჰუმანიტარულ კატასტროფას. დაფიქრდით თქვენს მოქალაქეებსა და ოჯახებზე. ნუ მისცემთ ნაციონალისტებს უფლებას, რომ ცოცხალ ფარად გამოგიყენონ. ყურადღება მიაქციეთ ხერსონში მიმდინარე მოვლენებს. თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი" – წერენ ოკუპანტები.
"ხომ ვერ მეტყვით, სად არის ახლა Русский корабль? თუ გინდათ, რომ ტექნიკით ჩაბარდეთ და ფული გამოიმუშაოთ, მომწერეთ, ყველაფრის ორგანიზებას გავაკეთებ". – პასუხობს ნიკოლაევის მერი.