Tass-ის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა.
მათივე ინფორმაციით, ფაშინიანმა გადადგომის მიზეზად ქვეყანაში 20 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.
„პრეზიდენტთან და პოლიტიკურ ძალებთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით დღეს მე თანამდებობას ვტოვებ, რათა 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს. პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს არ აირჩევს. ამ პერიოდის განმავლობაში მე განვაგრძობ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას, კანონმდებლობისა და კონსტიტუციის სრული დაცვით“, - განაცხადა მან.